Tuesday, June 28, 2016

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა     რისთვის იქმნება დაცული ტერიტორიები?
სწავლების საფეხური   I საფეხური  მე-5 კლასი 
მოსწავლეთა პროფილი    8 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა- აქტუალობა     მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოში არსებულ დაცულ ტერიტორიებს, გაიგებენ მათი მნიშვნელობის შესახებ, ამ ტერიტორიებს იპოვიან რუკაზე. გამოუმუშავდებათ გარემოს დაცვის უნარები და აიწევს მათი ეკოგანათლების დონე. ისწავლიან ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები       საზოგადოებრივი მეცნიერება მე-5--მე-6 კლასი  I პუნქტი.   მოსწავლეს შეუძლია რუკების კითხვა და გამოყენება. საზოგადოებრიბი მეცნიერება მე-5--მე-6 კლასი XII პუნქტი. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მხარე ბუნებრივი რესურსების მიხედვით და იმსჯელოს მათ მნიშვნელობაზე. მოსწავლე მსჯელობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე.
წინასწარი ცოდნა     ბავშვებმა იციან სად მდებარეობს საქართველო და როგორია მისი ბუნება. იციან საქართველოს ბუნებრივი პირობები და რა განსაზღვრავს მათ მნიშვნელობას. აქვთ წარმოდგენა საქართველოს რელიეფზე და ბუნებრივ რესურსებზე. იციან აგრეთვე გადაშენების პირას მისული მცენარეებისა და ცხოველების და მათი გადარჩენის გზების შესახებ.
გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი/      გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი წაიკითხავს მინილექციას დაცული ტერიტორიების დანიშნულების შესახებ და რუკაზე მიუთითებს გაკვეთილში არსებულ დაცულ ტერიტორიებს. მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს სპეციალურ რუკას და აჩვენებს და ესაუბრებათ ბავშვებს საქართველოში არსებულ დაცული ტერიტორიების სიმრავლესა და მრავალფეროვნებაზე(5 წუთი).
ამის შემდეგ დაყოფს კლასს ოთხ წყვილად. და თითოეულ წყვილს აძლევს დავალებად წაიკითხოს თითო პუნქტი.
I წყვილი- ლაგოდეხის ნაკრძალი.
II წყვილი- ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები.
III წყვილი- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.
IV წყვილი- კოლხეთის ეროვნული პარკი.(8 წუთი).
 ამ დროის გასვლის შემდეგ თითოეულმა წყვილმა უნდა წარმოადგინოს მცირე პრეზენტაცია მათ მიერ წაკითხული დაცული ტერიტორიების შესახებ და უპასუხებენ კლასში დასმულ შეკითხვებს (20 წუთი).
პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს შეავსონ ცხრილი, რომელიც დახაზულია დაფაზე.
                                                     დაცული ტერიტორია    
        დასაშვები                                                                                            აკრალულია
დათვალიერება                                                                                           ხის მოჭრა
სამეცნიერო მუშაობა                                                                                  ნადირობა
ფოტოების გადაღება                                                                                  დაბინძურება (5 წუთი)
გაკვეთილის დასასრულს ბავშვები ასრულებენ გაკვეთილის შემაჯამებელ ტესტს (5 წუთი) და ისმენენ საშინაო დავალებას მათთვის საინტერესო დაცული ტერიტორიის შესახებ მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში, დაურთონ შესაბამისი ფოტო- მასალა და პოვერპოინტის საშუალებით წარუდგინონ კლასს. გაკვეთილის დასასრულს ეძლევათ წერილობითი დავალება ლურჯ ლენტზე (2 წუთი).
შეფასების საგანი და პროცედურები 
        განმსაზღვრელი                                                                           განმავითარებელი
შემაჯამებელი ტესტი                                                                    წაკითხულის გააზრება
                                                                                                            ცხრილის შევსება
სასწავლო მასალები     სახელმძღვანელო- "ჩვენი საქართველო"  მე-5 კლასი, დაფა, ცარცი, რუკა, კომპიუტერი და ალტერნატიული ლიტერატურა.




პროექტის სახელწოდება   საქართველოო, ლამაზო!
პროექტის მთავარი იდია     ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკის დათვალიერება. ინფორმაციის შეგროვება, ფოტომასალის მოპოვება, პრეზენტაციის მომზადება და ფოტო-გამოფენის მოწყობა სკოლაში.
პროექტის აქტუალობა      მოსწავლეები გაეცნობიან ბორჯომ- ხარაგაულის პარკის ტერიტორიებს და გაიგებენ მათი მნიშვნელობის შესახებ.
პროექტის მიზანი      მოსწავლეები შეიძენენ გუნდურად მუშაობის, პრეზენტაციის, მსჯელობის, საკუთარი აზრის გამოთქმის და რუკის გამოყენების უნარებს.
მონაწილეთა ასაკი   12-14 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა    10 დღე
მოსალოდნელი შედეგები     მოსწავლეები გაეცნობიან ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნულ პარკს და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები      ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროცესორი, საგამოფენო დაფა.
პროექტის მსვლელობა      დავადგინეთ ექსკურსიაში მონაწილე ბავშვების რაოდენობა. მოვახდინეთ მშობლების ინფორმირება ექსკურსიის მოწყობის შესახებ, გადავანაწილეთ ხარჯები ექსკურსიის მონაწილე ბავშვებზე. შევარჩიეთ ექსკურსიამძღოლი(პედაგოგი) და ექსკურსიის ხელმძღვანელი(პედაგოგი). დავავალე მოსწავლეებს ფოტოების გადაღება. სკოლაში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია, გააკეთეს ფოტოების საგამოფენო დაფა და სკოლის დანარჩენ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წარუდგინეს ნამუშევრები.
საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი    იტორია/ გეოგრაფია.
 მოსწავლე ახსიათებს მხარეს ბუნებრივი რესურსების მიხედვით და მსჯელობს მათ მნიშვნელობაზე. მსჯელობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე (პუნქტი 12-13).
პროექტის ხელმძღვანელი       ლეილა ტყეშელაშვილი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა    leilatkeshelashvili@gmail.com
პროექტის ვებ- გვერდი         

No comments:

Post a Comment